WeGrow-ის შესახებ

სწავლა უფრო მარტივი.
ურთიერთობა უფრო ახლო.

WeGrow არის სასწავლო სივრცე, რომელიც აერთიანებს ყურადღებიან სწავლებას, მცირე ჯგუფებსა და მოსწავლის პროგრესის გასაგებ სისტემას.

WeGrow
WeGrowვსწავლობთ, ვიზრდებით, ვიმარჯვებთ.
01
ჩვენი ხედვა

ჩვენ არ ვცდილობთ განათლების თავიდან გამოგონებას

კარგი სწავლების საფუძველი კვლავ იგივეა: კომპეტენტური მასწავლებელი, გასაგები ახსნა, თანმიმდევრული პრაქტიკა და მოსწავლის მიმართ ყურადღება.

WeGrow-ის მიზანია ეს პროცესი უფრო მოწესრიგებული და ყველასთვის მარტივი გახადოს. მოსწავლემ უნდა იცოდეს, რას სწავლობს და სად სჭირდება მეტი მუშაობა; მასწავლებელმა უნდა დაინახოს თითოეული ბავშვის რეალური შესაძლებლობა; მშობელმა კი დროულად უნდა მიიღოს გასაგები ინფორმაცია პროგრესის შესახებ.

როგორ ვმუშაობთ

ახსნიდან ცოდნის გამოყენებამდე

ჩვენთვის გაკვეთილი დასრულებული არ არის მხოლოდ მაშინ, როცა თემა აიხსნა. მნიშვნელოვანია, რამდენად გაიგო მოსწავლემ, შეძლო თუ არა ცოდნის გამოყენება და რა ნაბიჯი სჭირდება შემდეგ.

1

საწყისი საჭიროების გაგება

ვარკვევთ მოსწავლის დონეს, მიზანს, სირთულეებსა და სწავლის მისთვის მოსახერხებელ ტემპს.

2

გასაგები ახსნა

მასწავლებელი თემას ხსნის მარტივად, ასაკისა და არსებული ცოდნის გათვალისწინებით.

3

გაღრმავება და პრაქტიკა

სავარჯიშოებით, კითხვებითა და მაგალითებით ვამოწმებთ, გადაიქცა თუ არა ახსნა რეალურ ცოდნად.

4

უკუკავშირი და შემდეგი ნაბიჯი

მოსწავლე და მშობელი ხედავენ შედეგს, მასწავლებელი კი გეგმავს შემდგომ სამუშაოს.

მასწავლებლები

მასწავლებელი, რომელიც მხოლოდ პასუხს კი არ გაძლევს — აზროვნებას გასწავლის

WeGrow-ში განათლებას მოსწავლეები იღებენ გამოცდილ და პასუხისმგებლიან მასწავლებლებთან. მათი ამოცანა არ არის პროგრამის სწრაფად გავლა ან თემის ერთხელ ახსნა.

ჩვენი მასწავლებლები აკვირდებიან, როგორ აზროვნებს ბავშვი, სად უჭირს, რა გამოსდის კარგად და შეუძლია თუ არა მიღებული ცოდნის დამოუკიდებლად გამოყენება. სწორედ ამიტომ ვანიჭებთ უპირატესობას მცირე ჯგუფებს — იქ თითოეული მოსწავლის ხმა ისმის და კითხვას დრო ეთმობა.

ერთი საერთო სივრცე

მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი — ერთი მიზნის გარშემო

გამარტივებული სისტემა ამცირებს გაუგებრობას და აჩენს უწყვეტ კავშირს. განრიგი, გავლილი თემები, შეფასებები, მასწავლებლის კომენტარები და სასწავლო პაკეტის ინფორმაცია ერთ სივრცეში იყრის თავს.

მოსწავლემასწავლებელიმშობელი
რას ვეყრდნობით

ღირებულებები, რომლებიც ყოველდღიურ მუშაობაში ჩანს

ყურადღება

თითოეული მოსწავლე განსხვავებულია და სწავლების პროცესში მისი საჭიროება უნდა ჩანდეს.

თანმიმდევრულობა

მდგრადი შედეგი იქმნება რეგულარული მუშაობით და არა ერთჯერადი სწრაფი მომზადებით.

გამჭვირვალობა

პროგრესი, სირთულე და შემდეგი ნაბიჯი მოსწავლისა და მშობლისთვის გასაგები უნდა იყოს.

პასუხისმგებლობა

ჩვენ ვზრუნავთ არა მხოლოდ გავლილ თემებზე, არამედ იმაზე, თუ რა დარჩა ბავშვს რეალურ ცოდნად.

პირველი ნაბიჯი

მოდი, ერთად გავიგოთ, რა სჭირდება მოსწავლეს წინსვლისთვის

დაგვიტოვეთ ინფორმაცია და პირველ კონსულტაციაზე შევარჩევთ შესაბამის მიმართულებას, ჯგუფსა და სასწავლო ტემპს.

განაცხადის დატოვება